Thursday, December 17, 2015

მეცხრე დღე.
დღეს მთავრდება ინტელის ტრენინგი..
დღეს შევამოწმეთ ყველა მონაცემი, გვქონდა თუ არა ატვირთული დრაივზე (რაიმე რომ არ გამოგვრჩენოდა) და დავიწყეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია..
პირველი წარმომდგენი იყო ნათია დოლიძე, პროექტით - "კაი ყმა-ზნეობრივი ორიენტირი", ვაჟა ფშაველას მიზედვით.. არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ადამიანი..
შემდეგი წარმომდგენი მარინა კობაიძე, პროექტით - "სტატისტიკური კვლევები, მოსწავლეთა მიდრეკილებები და აკადემიური მოსწრება".. ძალიან პოზიტიური და სასიამოვნოქალბატონი..
შემდეგი წარმომდგენი ვიყავი მე და ჩემი თემა იყო - "ეს მავნებელია".. სადაც ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე უნარჩვევები არის განხილული..
შემდეგი მომხსენებელი - ელა დოღაძე, მისი თემაა - თანამედროვე მობილური ტელეფონები.. ელა ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია..
შემდეგი მომხსენებელია მარინა კაცია, თემით - აფხაზეთი.. ეს თემა ყველას ტკივილია და ამ ქალბატონმა ძალიან საინტერესოდ და ემოციურად წარმოადგინა ეს ყველაფერი..
შემდეგი წარმომგდენი ვიყავი მე, თემით - ბარბარიზმები, საკმაოდ საჭირო საკითხია.
შემდეგი წარმომგდენია ლია ლაზიშვილი, თემით - "ზღაპრის რეალობა, ბრძოლა სიკეთისთვის".. ეს არაჩვეუებრივი თემაა, თავისი არაჩვეულებრივი დადებითი და პოზიტიური წარმომდგენით..
შემდეგი წარმომგდენი ლელა სხირტლაძე, თემით -"ამოდის ნათდება", ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით... ეს წარმომდგენი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანია..
შემდეგი წარმომგდენია ლელა არბოლიშვილი, თემით - "აბრეშუმის გზა".. ეს არაჩვეულებრივი პატარა და ძალიან ნიჭიერი გოგოა.. :)
შემდეგი წარმომგდენი მაია სტეფანიშვილი, თემით - "მეტალები და არამეტალები".. ეს ძალიან წარმატებული ქალბატონია, მშვენიერი საყოფაცხოვრებო თემით, რომელიც ცდილობს ქიმია შეაყვაროს ბავშვებს..
ბოლო გამომსვლელი იყო მარიამ ბერუაშვილი, თემით -"კატასტროფის თაობა ესპანურ ლიტერატურაში", ეს არის ესპანეთის ლიტერატურის განხილვა ისტორიულ ჭრილში, ძლაიან პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანი..
 დღეს ჩემთვის საინტერესო იყო - "სამჯერ თქმის პრინციპი", ანუ პრეზენტატორის უნარჩვევები უნდა იყოს სამჯერ წარმოჩენილი პრეზენტაციის დროს, ანუ სათქმელი უნდა ვთქვათ სამჯერ.. და ეს ნიშნავს, რომ კარგი პრეზენტაცია გავაკეთეთ..
ყველა პროექტი ძალიან თემატური, ორიგინალური, საინტერესო და გამორჩეულია..
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტის გავლით, სადაც ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი და კოლეგა გავიცანი.. განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ მანანას, რომელიც არაჩვეულებრივი პედაგოგი, ადამიანი და ტრენერია..
დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად მომენატრება ეს პერიოდი და ყველა თქვენთაგანი..

No comments:

Post a Comment