Saturday, November 28, 2015

დღე მეოთხე

დღე მეოთხე
დღეს  ვიმუშავეთ შემდეგ საკითხზე: შეფასების როგორი რუბრიკები შეიძლება გამოვიყენოთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.გავეცანით შეფასების  5 მიზანს.
პროექტის გეგმაში შევიტანეთ შინაარსობრივი და თემატური შეკითხვები.

ვნახეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობა. გავეცანით შეფასების  მიზნებს და სტრატეგიებს. განვსაზღვრეთ რა მეთოდით და ინსტრუმენტით შევამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნა. შევავსეთ ერთ-ერთი დიაგრამა -"ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე". გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. დრაივში გადავიტანეთ  პროექტის გეგმა და შეფასება. გავაკეთეთ რეფლექსია. 
ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასებაზე. აღვნიშნეთ,რომ შეფასება არსებობს ორგვარი- განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

1 comment:

  1. კარგად წერ ჩემო ნინო, მომეწონა როგორ აყალიბებ მიზნებსა და სტანდარტს შორის კავშირს

    ReplyDelete