Saturday, November 28, 2015


მეხუთე დღე
  გავეცანით პოზიტიური შეფასების (უკუკავშირის) რჩევებს და მეთოდებს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები. 
დღეს ვისწავლე სლაიდის სურათზე მინაწერის გაკეთება და ამ მინაწერზე ლინკის დადება. გუგლში სურათის მიხედვით მასალის მოძებნა. შევქმენი პრეზენტაცია - მოსწავლის ნიმუში. ვისწავლეთ  პრეზენტაციის ბლოგზე დადება.

დღე მეოთხე

დღე მეოთხე
დღეს  ვიმუშავეთ შემდეგ საკითხზე: შეფასების როგორი რუბრიკები შეიძლება გამოვიყენოთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.გავეცანით შეფასების  5 მიზანს.
პროექტის გეგმაში შევიტანეთ შინაარსობრივი და თემატური შეკითხვები.

ვნახეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობა. გავეცანით შეფასების  მიზნებს და სტრატეგიებს. განვსაზღვრეთ რა მეთოდით და ინსტრუმენტით შევამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნა. შევავსეთ ერთ-ერთი დიაგრამა -"ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე". გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. დრაივში გადავიტანეთ  პროექტის გეგმა და შეფასება. გავაკეთეთ რეფლექსია. 
ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასებაზე. აღვნიშნეთ,რომ შეფასება არსებობს ორგვარი- განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

Sunday, November 15, 2015

დღე მეორე

დღეს  მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო თემები,განვიხილეთ  და უფრო კარგად გავერკვიეთ პროექტის მნიშვნელობაზე ,შევავსეთ გეგმები , სადაც მივუთითეთ ჩვენი პროექტის შინაარსი.გავეცანით ბუკლეტის დამზადების ხერხებს.

Saturday, November 14, 2015

პირველი დღე
გავეცანი  ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს.
გავიგე განსხვავება გაკვეთილსა და პროექტს შორის.
პროექტის გეგმის შაბლონს.კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
შევქმენით ბლოგი
ძალიან საინტერესო იყო.